|
2025-01-28 13:02:32, 489 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი პასუხი მოჰყვება
ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. ვფიქრობ, ასეთ სიგიჟეს არ გააკეთებენ. ეს ნამდვილად სიგიჟეა და მთელ რეგიონს საშინელ კატასტროფად გადააქცევს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეგვიპტემ და იორდანიამ ღაზიდან უფრო მეტი პალესტინელი უნდა მიიღონ. „ჩემი შეთავაზება სხვა რამეა. პალესტინელების ნაცვლად, ისრაელელების გაძევება სცადეთ, ისინი გრენლანდიაში წაიყვანეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)