|
2025-01-27 22:17:35, 1029 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გრძელდება
თბილისი, 27 იანვარი 2025 – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტები უკვე მეოთხე დღეა, რაც ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ, რადგან მათ უნივერსიტეტის შენობაში შესვლის ნება არ ეძლევათ. სტუდენტები უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან იმყოფებიან, სადაც ლეიბები და პლედები მიიტანეს. სტუდენტებმა კარვების გაშლაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ ამის ნება არ დართო.
სტუდენტები რექტორთან შეხვედრასა და უნივერსიტეტის სტუდენტზე, ირაკლი მიმინოშვილზე, პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მიმინოშვილი უკანონოდ არის დაკავებული. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტს გაგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების პროტესტი სოლიდარობის ნიშნად სხვა უნივერსიტეტებშიც გავრცელდა. მაგალითად, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა კახა ბენდუქის საუნივერსიტეტო კამპუსიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)