|
2025-01-27 22:03:46, 713 ნახვა
საზოგადოება
ნიკა კაციას დედა - თავისუფლების ეშინიათ, რადგან თავად მონები არიან
თბილისი, 27 იანვარი 2025 – სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, რომელიც გმირთა მემორიალთან გაიმართა, ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტ ნიკა კაციას დედა, მარინა აფციაური იყო. მან ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის შიშში დაადანაშაულა და აღნიშნა:
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს და ამჟამად გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. მისი დაკავების შემდეგ, ოჯახის წევრები და უფლებადამცველები არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას ნიკა კაციას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და პატიმრობის პირობების გამო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დროულად შეისწავლოს და ეფექტიანად გამოიძიოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებთან დაკავშირებული საქმე. ამასთან, 2025 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)