21:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 15:54:31, 463 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები - დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ მათთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ის აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ და ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას.

„დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს. მათ კიდევ ერთხელ ძალიან მტკიცედ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას,“- ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics