|
2025-01-26 10:20:04, 845 ნახვა
მსოფლიო
ტრამპს სურს ხალხი ღაზას სექტორიდან არაბულ ქვეყნებში გაიყვანოს
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ ეგვიპტემ, იორდანიამ და სხვა არაბულმა ქვეყნებმა ღაზას სექტორიდან მიიღონ მეტი პალესტინელი ლტოლვილი . - ამის შესახებ, პრეზიდენტმა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოტენციურად, არაბულმა ქვეყნებმა ღაზას სექტორიდან შესაძლოა იმდენი პალესტინელი გაიყვანოს, რომ, აღდგეს წესრიგი“ ომის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე, იუწყება AP. ამერიკელი ლიდერის თქმით, ეს პერსპექტივა მან უკვე განიხილა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან სატელეფონო საუბრისას, ხოლო 26 იანვარს გეგმავს ამ თემაზე განიხილოს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთანაც. "მე ვისურვებდი, რომ ეგვიპტემ მიიღოს ხალხი, - განმარტა ტრამპმა, - ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლოა 1,5 მილიონ ადამიანზე..'' . ამასთან, მან შეაქო იორდანიის მეფე იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ უკვე მიიღო მრავალი პალესტინელი ლტოლვილი. "რაღაც უნდა მოხდეს მაგრამ ახლა ეს ფაქტიურად განადგურების ადგილია. თითქმის ყველაფერი განადგურებულია და იქ ხალხი იხოცება". ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ამ სიტუაციაში მას ურჩევნია ითანამშრომლოს ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან, რათა ააშენოს საცხოვრებელი სახლები პალესტინელი ლტოლვილებისთვის ღაზას სექტორის გარეთ, "სადაც ისინი იქნებიან მშვიდობიანად".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)