|
2025-01-26 08:25:59, 801 ნახვა
მსოფლიო
რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. საუბარია უკრაინის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სლოვაკეთის საპროტესტო აქციის ფოტოზე წარწერით: „ბრატისლავა არ არის მოსკოვი. სლოვაკეთი ევროპაა”. ფიცომ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან სლოვაკეთის საშინაო საქმეებში „არაადეკვატური ჩარევა“ იყო. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ლიდერთან შეხვედრას ჯერჯერობით აღარ აპირებს. მანამდე ფიცომ განაცხადა, რომ მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, „რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან“. შეგახსენებთ, გუშინ სლოვაკეთის თითქმის 30 ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით „სლოვაკეთი ევროპაა“. აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, მთლიანობაში, დემონსტრაციაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)