|
2025-01-25 12:05:07, 623 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს ღია ცის ქვეშ აგრძელებენ
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს უნივერსიტეტის გარეთ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ. მათ შესასვლელთან გაშლილი აქვთ ლეიბები, პლედები და ამგვარად გამოხატავენ პროტესტს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი იმყოფებოდნენ ამავე უნივერსიტეტის პატიმარი სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის მხარდასაჭერ მარშზე, უნივერსიტეტში დაბრუნებულებს კი ადმინისტრაციამ უთხრა, რომ უნივერსიტეტში შესვლას ვერ შეძლებდნენ. სტუდენტების თქმით, ისინი ათი დღეა პროტესტს გამოხატავენ და მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულ სტუდენტს, ირაკლი მიმინოშვილს და ამ დროის განმავლობაში შენობაში შესვლის და გამოსვლის პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა, ამ მხრივ ვითარება უკვე შეიცვალა. სტუდენტების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი შეხვდეს მათგან სამ ადამიანს და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, უცხადებს თუ არა სოლიდარობას ამავე უნივერსიტეტის პატიმარ სტუდენტს ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც „რუსული რეჟიმის ტყვეა“. უნივერსიტეტთან გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, პატიმრობაში მყოფი სტუდენტის ირაკლი მიმინოშვილის მხარდამჭერი ბანერი: „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სოლიდარობას არ უცხადებს საკუთარ დაკავებულ სტუდენტს - ირაკლი მიმინოშვილს“.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)