|
2025-01-25 08:42:05, 646 ნახვა
საზოგადოება
დღეს, 25 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება
25 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება. კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში; 15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან; 16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“; 17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება; 18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება; 19:00 საათზე გაიმართება ფსიქოლოგების მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან; 19:00 საათზე - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან; 19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან; 20:30 საათზე - ფასებით უკმაყოფილოთა მარში რესპუბლიკის მოედანზე; 23:00 - იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა „მუსიკალური აქცენტები“. რაც შეეხება რეგიონებს, დღევანდელი აქციების გეგმა ასეთია: ახალციხე - 18:00 საათზე - არა რუსულ რეჟიმს! -შოთა რუსთაველის ძეგლთან; ბათუმში, 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია - სამშობლოს სამსახურში!; ზუგდიდში, 18:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია - ბრძოლა გამარჯვებამდე; თელავში, 15:00 და 18:00 საათამდე, მერიის წინ - უწყვეტი პროტესტი თელავში!; ქუთაისში - 19:00 საათზე, მერიის წინ აქცია სახელწოდებით - კი ევროპას, არა რუსეთს!
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)