|
2025-01-24 17:35:33, 633 ნახვა
მსოფლიო
RSF-მ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შეიტანა
ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (Reporters Without Border) კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენსკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია ბელარუსის ლიდერს ჟურნალისტების "სისტემატური დევნაში" ადანაშაულებს. "ხუთი წლის განმავლობაში ბელარუსის რეჟიმი სისტემატურად დევნიდა დამოუკიდებელ ხმებს, პირველ რიგში ჟურნალისტებს" - წერს RSF-ს აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჟან კავალიე განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბელარუსში 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყო. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში: 397 ჟურნალისტი 589 უსაფუძვლოდ დააკავეს, ზოგიერთი მათგანი რამდენჯერმე. 43 ჟურნალისტი დღემდე ციხეში იმყოფება, ხოლო 500-ზე მეტი ჟურნალისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, რომელთაგან უმრავლესობამ თავშესაფარი პოლონეთსა და ლიტვაში იპოვა. "მასობრივი დაკავებები, თვითნებური დაკავებები, ძალადობა, პროფესიული აღჭურვილობის განადგურება, გამოსახულებების იძულებითი წაშლა, რეიდები, მედია საშუალებების დახურვა, დამამცირებელი და იძულებითი აღიარებების ამსახველი ვიდეოები, ცენზურა და სხვადასხვა სახის ზეწოლა - ეს ის დევნის აქტებია, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. ამან ასევე გამოიწვია ბელარუსი ჟურნალისტების მასობრივ გადასახლება. იძულებითი გადასახლება თავისთავად კლასიფიცირდება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და მოსახლეობის იძულებითი გადასახლების კატეგორიას მიეკუთვნება" - - ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)