|
2025-01-24 17:04:20, 557 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ინტერნეტ სერვისებისა და მობილური ოპერატორების მუშაობა მასობრივად შეფერხდა
რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი) რუსეთში 24 იანვრის დილას მობილურის ოპერატორებისა და ინტერნეტ სერვისების მუშაობაში მასობრივი შეფერხება აღრიცხა. შეფერხება ინტერნეტ-მონიტორინგის სერვისებმა, Downdetector.su-მ, Downradar-მა და Сбой.рф-მაც აღრიცხეს. რუსეთში მომხმარებლებმა ხარვეზები მობილური ოპერატორების, Мегафон-ის, МТС-ის, Yota-ს, T2-ისა და ბილაინის მუშაობაში შენიშნეს. გარდა ამისა, მუშაობის მასობრივი შეხება Ростелеком-ს, Telegram-ს, Viber-ს, Steam-ს, Twitch-სა და ბანკებს ВТБ-სა და Т-Банк-ს შეეხო. გამოცემა Коммерсант-ს T2-ის პრესსამსახურმა უთხრა, რომ მობილურ მომსახურებაზე წვდომის პრობლემები არ შეუმჩნევიათ. მანამდე, რუსეთში ინტერნეტ სერვისების შეფერხება 14 იანვარს აღირიცხა, როდესაც Google, LiveInternet, Wikipedia და სხვა ვებგვერდები არ მუშაობდნენ. როსკომნადზორი იტყობინებოდა, რომ "წვდომაში მცირეხნიანი დარღვევა" მოხდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)