|
2025-01-24 15:16:35, 571 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. დღეს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა. მიზეზი სავარაუდო კიბერშეტევა გახდა. სავარაუდო კიბერშეტევაზე დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს. „ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები არის „საქართველოს ბანკის“. სავარაუდოდ, არის კიბერშეტევა. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ რამდენიმე კომპანია ემსახურება: შპს „აზრი“, შპს „პლუსი“.კიბერშეტევა, საიდან, ვისი ჩართულობით და როგორ განხორციელდა, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გამოძიება კიბერშეტევაზე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა კალაძემ. თავდაპირველად ინფორმაცია მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული. აღნიშნულს მერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები ოპერატიულად დაიწყებდნენ მუშაობას, აპარატები ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვებოდა, გათიშვის პერიოდში კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურებოდა. ამ ეტაპზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგენილია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)