|
2025-01-24 11:14:06, 440 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დაცვა მოუხსნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი კაბინეტის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დაცვა მოუხსნა. პომპეოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როდესაც ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის დაცვის მოხსნაზე, ტრამპმა უპასუხა "როდესაც დაცვა გემსახურება, არ შეიძლება, ეს მთელი ცხოვრებით გქონდეს" მაიკ პომპეო ტრამპის პირველი ვადის ადმინისტრაციაში 2018-2021 წლებში იკავებდა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარებაში, მათ შორის, 2020 წელს ირანელი სამხედრო მეთაურის, ხასენ სოლეიმანის მკვლელობაში. იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, ირანის მთავრობა ცდილობს შური იძიოს ტრამპის ყველა მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებსაც მკვლელობაში წვლილი მიუძღვით. 2 დღის წინ, დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონსაც მოუხნსა. ორივეს, მაიკ პომპეოსა და ჯონ ბოლტონს დაცვის სამსახური ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო იცავდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)