|
2025-01-23 12:29:05, 2250 ნახვა
სხვადასხვა
ტაილანდში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა- ქვეყანა პირველია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში
ტაილანდში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების კანონი ამოქმედდა. ბანგკოკში გამართულ ღონისძიებაზე 200-ზე მეტი წყვილი შეიკრიბა, რათა მათი კავშირი ოფიციალურად გაეხადათ.. ტაილანდის გარდა, მთელ აზიაში მხოლოდ ნეპალი და ტაივანი აღიარებენ ერთნაირსქესიანთა კავშირებს. „ქორწინების თანასწორობის კანონი აღნიშნავს ტაილანდურ საზოგადოებაში გენდერული მრავალფეროვნების უფრო ფართო ცნობიერების დასაწყისს და ჩვენი მიღება ყოველი ადამიანის მიმართ - განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, რასისა თუ რელიგიისა - არის ჩვენი დადასტურება იმისა, რომ ყველა იმსახურებს თანაბარ უფლებებს და ღირსებას“, - თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფეტონგთან შინავატრა. მისი მესიჯის ჩანაწერი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ მასობრივ ქორწილში გაისმა. Bangkok Pride-მა, ქალაქის მთავრობასთან ერთად, მოაწყო გალა ღონისძიება სავაჭრო ცენტრში Siam Paragon. მათი შეფასებით, სავაჭრო ცენტრში სულ მცირე 200 წყვილი იყო შეკრებილი. ახალდაქორწინებულებს ცისარტყელას ფერის ხალიჩა გაუშალეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)