|
2025-01-23 10:52:59, 503 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახური - დანაშაულებრივი ჯგუფი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე განხორციელებული მანიპულაციებით 700 000 ლარამდე თანხას უკანონოდ დაეუფლა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებგვერდზე განხოციელებული მანიპულაციებით ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას უკანონოდ დაეუფლა. უწყებამ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი, შიდა ადმინისტრირების პროგრამაში, ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა. აღნიშნული გზით, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას. ბრალდებულებმა, უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განახორციელეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში და შეიძინეს ორი ავტომობილი. გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ნაწილი 52 000 აშშ დოლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით." - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)