|
2016-03-05 13:44:09, 1470 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: ასეთ გმირებზე დგას სახელმწიფო და მათ დაფასება სჭირდებათ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო. „ძალიან სამწუხარო დღეა რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად მნიშნველოვანია ის საქმე, რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ. იცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, კიდევ მოხდება გადმოსვენება. ეს არის ყველაზე ბევრი, რაც დღეს სახელმწიფოს შუძლია გაუკეთოს ამ ოჯახებს, რომ ის ადგილი მაინც არსებობდეს, სადაც ადამიანი მივა და პატივს მიაგებს მათ, საკუთარ ემოციას გამოხატავს. ამიტომ, ჩემი აზრით, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ასეთ გმირებზე დგას ზოგადად სახელმწიფო, ასეთ გმირებს დაფასება სჭირდებათ და მათი საფლავები თუ სამშობლოში იქნება, რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პირველ რიგში მათი ოჯახებისთვის და შემდეგ ქვეყნისთვის. ცნობისთვის, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)