10:48 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 17:13:51, 630 ნახვა

სამართალი
მოსამართლე ხუსკივაძემ 14 ადვოკატს, რომლებმაც 11 იანვრის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ეთიკის კომისიაში უჩივლა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 14 ადვოკატს, რომლებმაც 11 იანვრის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ეთიკის კომისიაში უჩივლა.

ცნობისთვის, 2025 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა პროევროპულ აქციებზე დაკავებული რვა პირის საქმე. სხდომის დაწყებისას, ადვოკატებმა მოითხოვეს უფრო დიდი დარბაზის გამოყოფა, რადგან არსებული სივრცე არ იყო საკმარისი და ერთ-ერთი ბრალდებული, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, შეუძლოდ გახდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რამაც ადვოკატებისა და ბრალდებულების პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს.  

სხდომის გაგრძელების მიზნით, მოსამართლემ ხუთი ბრალდებულისთვის საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატები დანიშნა, თუმცა მათ საქმის მასალების სრულად გაცნობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ. ასევე აღინიშნა, რომ სახაზინო ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ თავიანთ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და მოესმინათ მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics