|
2025-01-22 16:42:21, 559 ნახვა
სამართალი
გვარამია - მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი - ვაპირებ, შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ მან საპატიმრო სწრაფად დატოვოს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მოსანახულებლად მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ვითარებაში თავად მზია ამაღლობელია დაზარალებული. „მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი. ის აქ არ არის, როგორც პოლიტიკოსი. ჩემი დაჭერა ჟურნალისტობის დროს, მაინც უფრო პოლიტიკური მოტივებით იყო, მაგრამ მზია დაკავებულია სწორედ როგორც ჟურნალისტი. რაც ჩვენ ვნახეთ, სილის გაწვნას ვგულისხმობ, ეს არის ადამიანის პასუხი იმაზე, რომ მას შეაფურთხეს. მე მაქვს ჩემი შესაძლებლობები და კავშირები. ვაპირებ, რომ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელი უნდა გამოვიდეს ციხიდან და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც უკიდურესად წარმატებულად ეწეოდა აქ. ამ ადამიანს პატივი უნდა ვცეთ არამხოლოდ მისი დამსახურებების გამო, არამედ, პირველ რიგში, იმის გამოც, რომ იგი უბრალოდ საკუთარი პოზიციის გამო იხდის სასჯელს არაფერში. პირიქით, დაზარალებული ამ ვითარებაში მზია ამაღლობელია. ყველაფრის გაკეთებას ვაპირებ, რომ მან დატოვოს საპატიმრო, რაც შეიძლება სწრაფად და ჟურნალისტის დაპატიმრების გამო ზეწოლა მაქსიმალურად გაძლიერდეს საქართველოს ე.წ. ხელისუფლებაზე“, - განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)