03:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-21 15:08:07, 623 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით საინაუგურაციო წვეულებას დაესწრნენ

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში,"ძლიერი საქართველოს" ლიდერები მონაწილეობდნენ. 

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით საინაუგურაციო წვეულებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებში კონგრესმენგ პეტ ჰარიგანს, ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ელჩებს და სხვა ლიდერებს შეხვდნენ. 

"ძლერი საქართველოს" ლიდერების მონაწილეობით, საინაუგურაციო საზეიმო მიღება გაიმართა ბობ კენედის მოწვევითაც, რომელიც სულ მალე აშშ-ს ჯამდაცვის მონისტრის თანამდებობას დაიკავებს. 

მიღებას ესწრებოდა CMS (ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს) ხელმძღვანელი დოქტორი მეჰმედ ოზი, რომელსაც ქართველი დედა ჰყავს და ამაყობს მისი წარმომავლობით. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ვააინგტონში ვიზიტი 10 დღის წინ, ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყეს. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და გრიგოლ გეგელიას შეხვედრები ჰქონდათ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონ და სხვა ცნობილ კონგრესმენებთან, ასევე სენატორ როჯერ უიკიერთან და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. "ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო მიღებებსა და ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics