|
2016-03-04 20:13:41, 975 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ. ისინი აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 10 ქართველი გმირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილებმა, პოლკოვნიკებმა ომარ ბეგოიძემ და ნიკოლოზ აგლაძემ, და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა. თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. ქართველი მებრძოლები ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან იდენტიფიცირების შემდეგ გადმოასვენეს. სამების საკათედრო ტაძრიდან დაღუპულთა ნეშტებს 5 მარტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე გადაასვენებენ და თანამებრძოლების გვერდით დაკრძალავენ. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)