|
2025-01-20 10:07:46, 578 ნახვა
საზოგადოება
WP - ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი
ბალტიის ზღვაში სატვირთო გემების მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ელექტროკაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ევროპის და აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებში ამ საკითხზე კონსენსუსი ყალიბდება. ერთ-ერთი ასეთი ტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, ევროპელ და ამერიკელ გამომძიებლებს ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ იმის ნიშნები, რომ კომერციული გემების მიერ ღუზებით კაბელების დაზიანება წინასწარ განზრახული ქმედება იყო, ან მოსკოვის მითითებით მოხდა. ამერიკული გამოცემის ცნობით, დღემდე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ინციდენტები გამოწვეული იყო ცუდი მომსახურების მქონე გემების ეკიპაჟების გამოუცდელობით. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ფინეთმა დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია 25 დეკემბერს, ბალტიის ზღვაში ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა ელექტროკაბელის Estlink 2-ის დაზიანებაში. კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერის კაპიტანი და ეკიპაჟის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეები არიან.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)