|
2025-01-19 11:23:50, 629 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში “მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში მივიდა სისუსტის, სიცხის, გენიტალიებთან გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით. "ინფექციონისტმა, რომელიც ეჭვობდა, რომ პაციენტი დაინფიცირდა მაიმუნის ვირუსით, ანამნეზის დროს აღმოაჩინა, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. სიმპტომების არსებობა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საფუძველი გახდა. PCR ტესტის შედეგებმა დაადასტურა მაიმუნის ვირუსის არსებობა," - ნათქვამია უწყების განცხადებაში. პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას გადის. ოჯახის წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. ისინი ტერიტორიული ამბულატორიული სამედიცინო სამსახურისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით შინ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. "მათ ჩაუტარდათ პროფილაქტიკური მკურნალობა და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები," - ნათქვამია უწყების განცხადებაში. პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფთა სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდება ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)