|
2025-01-19 09:20:02, 510 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, „განაგრძოს იმის კეთება, რაც საჭიროა, რომ გაკეთდეს“. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ხაზი გაუსვა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების აუცილებლობას. ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. კითხვაზე, თუ რამდენად დარწმუნებულია „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებაში, ტრამპმა უპასუხა: „მალე ვნახავთ და უმჯობესია, შეთანხმება შესრულდეს“. დონალდ ტრამპის თქმით, „ჯოჯოხეთი დატრიალდება“, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა, და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ისინი თუ პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას, შეთანხმება შესრულდება. თუ არა – ჯოჯოხეთი დატრიალდება“, – დასძინა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მომავალი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეწყობაზე, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)