|
2025-01-17 16:59:32, 585 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში ევროკავშირთან დაკავშირებით ერევნის ნაბიჯები განიხილა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირთან დაკავშირებით ერევნის ნაბიჯები განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის მიერ ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებული ვითარება განმარტა. რუსეთის ლიდერმა შესაბამისი კომენტარები და შეფასებები გააკეთა“, - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, პუტინმა და ფაშინიანმა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. „აღინიშნა მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელი ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის ფარგლებში ერთობლივი მუშაობის შედეგად, მათ შორის სომხეთის ეკონომიკისთვის“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)