|
2025-01-17 14:04:07, 477 ნახვა
მსოფლიო
ღაზის სექტორში 15 იანვრის შემდეგ 100 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 27 ბავშვია
ღაზის სექტორში 15 იანვრის შემდეგ 100 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 27 ბავშვია. ღაზის სამოქალაქო თავდაცვაში აცხადებენ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სექტორის დაბომბვა „დაუნდობლად მიმდინარეობს”. 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 19 იანვრიდან შედის და სამი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა, მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელებს შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. მეორე ფაზა ითვალისწინებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის ექვს კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გახანგრძლივდება. რაც შეეხება მესამე, ანუ საბოლოო ფაზას, ეს არის უკვე ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)