|
2025-01-17 11:35:23, 518 ნახვა
მსოფლიო
რუსი დიპლომატები ბრიტანეთის პარლამენტის დახურულ ნაწილში შეიპარნენ
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, რუსი დიპლომატები დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დახურულ ნაწილში შეიპარნენ. ინციდენტი 25 დეკემბერს მოხდა, გამოცემამ ინფორმაცია მხოლოდ 16 იანვარს მოიპოვა. წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ დიპლომატები ლორდთა პალატაში შევიდნენ. როგორც მედია წერს, შემთხვევამ "უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აღაშფოთა", ორივე პალატის სპიკერებმა სამსახურს გაფრთხილება მისცა. "დიდი ალბათობით მათ სურდათ კრემლში ეტრაბახათ, რომ დიდი ბრიტანეთს პარლამენტის დახურულ ნაწილში შეაღწიეს". – ამბობს The Guardian-ის ანონიმური წყარო პარლამენტიდან. ბრიტანეთის მთავრობამ ორივე პალატის დეპუტატებს წერილით მიმართა და გააფრთხილა, რომ რუსეთის დიპლომატები პარლამენტის შენობაში აღარ შეუშვან. ამ ეტაპზე უცნობია, დიპლომატები შენობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, თუ რომელიმე პარლამენტარის მოწვევით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)