|
2025-01-17 07:09:14, 537 ნახვა
მსოფლიო
რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მომავალში შეხვდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მომავალში შეხვდება, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „ვარჩევთ შეხვედრის თარიღს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს“, - განუცხადა ფიცომ ჟურნალისტებს, თუმცა მას შეხვედრის შესაძლო ადგილი არ დაუკონკრეტებია. რობერტ ფიცო და ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო რამდენიმე კვირაა ღიად აკრიტიკებენ ერთმანეთს. ეს, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მიერ რუსული გაზის დასავლეთში ტრანზიტის შეწყვეტას უკავშირდება. დეკემბრის ბოლოს ფიცო მოსკოვში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და გაზის მიწოდების საკითხზე ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ფიცო სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. ამის შემდეგ პოლიტიკოსებმა ერთმანეთის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს. 13 იანვარს რობერტ ფიცომ ზელენსკი გაზის ტრანზიტის მოლაპარაკებებისთვის სლოვაკეთში შეხვედრაზე მიიწვია. "თქვენი გადაწყვეტილება, შეაჩეროთ გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით სლოვაკეთისა და სხვა მომხმარებლებისკენ, უზარმაზარ ზიანს აყენებს თავად უკრაინას, სლოვაკეთს და ევროკავშირს. ეს იწვევს არაერთგვაროვან რეაქციას, რომელიც ხელს არ უწყობს არც ორმხრივ და არც მრავალმხრივ ურთიერთობებს", - დაწერა სლოვაკეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში. მან უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს შესთავაზა. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის გამართვის შესახებ რობერტ ფიცოს მოწოდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა : „კარგი. პარასკევს კიევში ჩამოდი“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)