|
2025-01-16 16:56:00, 473 ნახვა
საზოგადოება
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა მათე დევიძის წერილს აქვეყნებს
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა მათე დევიძის წერილს ავრცელებს. დაკავებული ციხიდან შემდეგი შინაარსის წერილს გზავნის: "თუ ვინმე ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მის წვლილს, გაითავისოს, რომ ყველაფერს ფასი აქვს, რადგან გავჩნდით, რადგან აქ ვართ, რაღაცისთვის ვართ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ვართ გისოსებს მიღმა, მაგრამ ვგრძნობ, პატარა ვარსკვლავების შეერთებით ძალიან დიდ სხივს ვაშუქებთ, სამყაროს ვანათებთ, თქვენს გულებს ვანათებთ. ჩვენ, მე და ლუკა ჯაბუა, რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე, ერთად ვართ, კარგად ვართ. ციხეში ვართ, მაგრამ მაინც სიმართლის მხარეს, როგორც ყველა ჩვენგანი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მარადმწერი ისტორიის ნაწილი ვართ". შეგახსენებთ, რომ მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დევიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა და პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)