|
2025-01-16 16:20:06, 397 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ანკლავის მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ საჰაერო დარტყმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. შეთანხმება, რომელიც კვირას უნდა ამოქმედდეს, ითვალისწინებს ექვსკვირიან თავდაპირველ ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების თანდათან გაყვანით. ასევე „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება მანამ, სანამ ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს. კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ ბოლო მომენტში შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით უკან დაიხია და მოთხოვნები წარადგინა. „ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო“, - ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)