|
2025-01-16 10:20:02, 422 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დღეს კიევს ეწვევა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს კიევს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კიევში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 100 წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. „უსაფრთხოების საკითხებში კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი და უკრაინა 100-წლიან პარტნიორობის შესახებ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ხელშეკრულება საზღვაო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო თანამშრომლობას განამტკიცებს, რათა ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერება და მიმდინარე რუსული აგრესია შეჩერება მოხდეს“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს კიევში კირ სტარმერის პირველი ვიზიტია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)