20:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 14:20:14, 643 ნახვა

ეკონომიკა
"ბათუმის წყლის" ხელმძღვანელის ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯავახიშვილის უწყება განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, "ბათუმის წყლის" ხელმძღვანელის საკითხზე უწყების მხრიდან, დღის ბოლომდე განცხადება გაკეთდება. 
„როგორც მოგეხსენებათ, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, "აჭარაწყალის" გენერალურმა დირექტორმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და ბოროტად გამოიყენა თანამდებობა. დღეს, მივიღე პრემიერისგან დავალება. დღის განმავლობაში, დეტალებს გადავამოწმებთ და ყველა მიიღებს დეტალურ პასუხს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა  ნოდარ ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმის წყლის“ დირექტორ  ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი, რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics