|
2025-01-16 08:57:12, 403 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი - რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ დივერსიის მომზადებაში დაადანაშაულა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია - და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს შეშფოთება მართებულია - არის ის, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორისტულ აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პოლონეთი „მთავარ როლს თამაშობს ევროპაში დივერსიის აქტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც რუსეთი აწყობს და არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე“. დონალდ ტუსკმა აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიმავალი სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ცეცხლის წაკიდების მიზნით ოპერაციებს გეგმავდა. The Wall Street Journal-ი, დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, წერდა, რომ დივერსიული აქტები მოიცავდა ზაფხულის ინციდენტებს, მათ შორის ხანძრებს DHL ლოჯისტიკურ ცენტრებში ლაიფციგში, გერმანიაში და ბირმინგემში, ბრიტანეთში. სამართალდამცავი ორგანოები ადრეც აცხადებდნენ, რომ ეს შეიძლება დივერსიული აქტები ყოფილიყო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)