|
2025-01-15 14:15:37, 504 ნახვა
სამართალი
გიორგი ოკმელაშვილის მიმართ ნარკოტიკული ბრალდება შეწყდა, პოლიციელზე თავდასხმის საქმე გრძელდება
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება შეწყდა. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ოკმელაშვილის ადვოკატის მოთხოვნით, აღნიშნული ბრალდება ამნისტირებული მუხლის საფუძველზე გაუქმდა. პროკურატურამ აღნიშნულ შუამდგომლობას დაუჭირა მხარი, რაც სასამართლომაც დააკმაყოფილა. ამჟამად ოკმელაშვილს ბრალდება მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაა. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე, ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, სახის არეში იდაყვის დარტყმით დაზიანება. სასამართლოს სხდომაზე ოკმელაშვილმა განაცხადა, რომ აქციის დროს ცდილობდა, დემონსტრანტები დაეცვა ფიზიკური ძალადობისგან, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის, კონკრეტული პირი პოლიციელი იყო თუ მოძალადე. „ჩემი მიზანი იყო, დამეცვა სუსტი დემონსტრანტები“, – განაცხადა მან. გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)