|
2025-01-15 12:23:28, 423 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთის ოპოზიცია ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას იწყებს
სლოვაკეთის პროდასავლური ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. "როდესაც საქმე ეხება ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ იდენტობას, მას ყველა ერთად დავიცავთ. არასდროს მივცემთ უფლებას პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს, სლოვაკეთი სადმე მოსკოვისკენ წაიყვანოს. მას ამის მანდატი არ აქვს და ეს სლოვაკეთის მოქალაქეების ინტერესებს ეწინააღმდეგება" – წერია საერთო განცხადებაში. საგარეო კურსის გარდა, მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის მიზეზებს შორის არის პრობლემები ჯანდაცვის სექტორში და გაზრდილი ფასები. 13 იანვარს, ფიცომ არ გამორიცხა მიმდინარე წლის მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მისი განმარტებით, თუ საპარლამენტო კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)