|
2025-01-15 12:18:35, 493 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში, გიორგი ოკმელაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ბიზნესმენი გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს, დღევანდელ პროცესზე მხარეებმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლონ. თავად ბრალდებული, გიორგი ოკმელაშვილი, პირადად მიმართავს სასამართლოს. გიორგი ოკმელაშვილს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, თუმცა ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ადვოკატები განმარტავენ, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა შაბლონური მტკიცებულებები, რომლებიც პოლიციელის გამოკითხვის ოქმებს მოიცავს და ფაქტობრივად დაკოპირებულია, ხოლო ეს ოქმები წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერთან. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოკითხვის ოქმებში მიუთითებენ ხელის მოქნევის ფაქტს, ვიდეოში ფიზიკურად ვერ ხედავდნენ ამ მომენტს.
გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით. 17 მაისს სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს 15 მაისის განცხადების მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. გარდა ამისა, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)