|
2025-01-15 01:03:43, 528 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. „ახლახან დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მაცნობა რომ საბა სხვიტარიძე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაზარალებულად სცნეს. შემდეგი ნაბიჯი დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა იქნება“,- წერს ადვოკატი. სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს, მისი თქმით, პოლიცია განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდა. „საბას აქვს დაზიანებები. მისი განმარტებით, დაკავების შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა გადასვეს ტოიოტა ქემრის მანქანაში, სადაც იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ზოგს ჰქონდა პოლიციის აღმნიშვნელი ნიშანი, ზოგს არა. ჩამოიყვანეს ამ შენობაში. გამომძიებლები გავიდნენ ოთახიდან და შემოვიდნენ ნიღბიანი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს ამ შენობაში მეხუთე სართულზე. მისივე განმარტებით, მიიღო დაზიანებები ამ ძალადობის დროს. დაზიანებები აქვს ტანზე და თავზე. მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი“, – თქვა ადვოკატმა 5 დეკემბერს. შსს-მ განაცხადა, რომ „ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა“.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)