21:44 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 14:44:45, 47230 ნახვა

კულტურა
თუმანიშვილის თეატრი - გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მსახიობი დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას

"თუმანიშვილის თეატრი" მსახიობის, გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო ყველა აქტივობას აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი“ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც პროევროპულ აქციებზე მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. 

"თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას!

ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. 

მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!

თუმანიშვილის თეატრს დაგეგმილი ჰქონდა აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით. 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას", - წერია განცხადებაში.

„თუმანიშვილის თეატრის“ მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან „ბაბილოსთან“ ადმინისტრაციული წესით დააკავეს . მასთან ერთად დააკავეს კიდევ რვა ადამიანი - ყველა მათგანს პოლიცია მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics