|
2025-01-14 13:40:52, 382 ნახვა
სამართალი
ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის პატიმრობის შესახებ ხმაური მოჰყვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის შეფარდებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა. სასამართლო დარბაზში მყოფი ჟურნალისტები და მხარდამჭერები მოსამართლესა და პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ, მათ შორის: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გირაოს სახით 100 ათასი ლარის გამოყენება მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. პროცესზე სიტყვით თავად ბრალდებულმა ისარგებლა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის. მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ჟურნალისტი თავდაპირველად ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში, იგი კვლავ დააკავეს პოლიციის დეპარტამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)