|
2025-01-14 13:35:01, 798 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა. მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ამაღლობელის მხრიდან. დაცვის მხარის მიერ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ საქმეში პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 4 მარტს გაიმართება. ჟურნალისტი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო, მეორედ კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ამაღლობელი აცხადებს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მას არაერთგზის აყენებდა შეურაცხყოფას, რის შემდეგაც სილა გააწნა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)