|
2025-01-14 12:31:02, 572 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელი - არ გავურბივარ პასუხისმგებლობას
არ გავურბივარ პასუხისმგებლობას,- ასე მიმართა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. მანამდე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)