|
2025-01-14 10:57:10, 423 ნახვა
მსოფლიო
დუგინი - ტრამპი ვერ იაზრებს, რომ უკრაინა ჩვენი შტატია
ტრამპი საერთოდ ვერ ხვდება რა არის უკრაინა, იმიტომ, რომ მისთვის სულ ერთია. ის ვერ ხვდება რას ნიშნავს რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე, რომ უკრაინას განვიხილავთ როგორც ჩვენი ორგანული ტერიტორიის ნაწილად, ეს ჩვენ ვართ, ეს ჩვენი ხალხია, ჩვენი ქვეყანა - ამის შესახებ თქვა რადიო სპუტნიკის ეთერში კრემლის პროპაგანდისტმა, რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა. ,,წარმოიდგინეთ, რომ ამერიკაში დელავერის ან იუტას შტატი, რომელიც მორმონებით არის დასახლებული და სხვა პოლიტიკური მმართველობა აქვს, აცხადებს, რომ აშშ-ს შემადგენლობიდან გადის, გამოაცხადებს რაღაც საშინელ იდეოლოგიას და მოუწოდებს ყველა ამერიკელის, თავად იუტელების გარდა, განადგურებისკენ, როგორ მოიქცევა ტრამპი? აი ამას ვერ იგებს აშშ-ს პრეზიდენტი - ვერ ხვდება, რომ უკრაინა ჩვენი შტატია. როგორც კი პუტინი დამაჯერებლად, ისტორიულად, ეთნოლოგიურად, რელიგიურად, სოციოლოგიურად, ანთროპოლოგიურად ტრამპს აუხსნის, რომ უკრაინა ჩვენი შტატია, ამის შემდეგ შეგვეძლება მის მხრიდან წინსვლის იმედი ვიქონიოთ. იმიტომ რომ, ახლა ტრამპი გარკვეულწილად გლობალისტების პროპაგანდის მსხვერპლია", - , თქვა პროპაგანდისტმა დუგინმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)