|
2025-01-13 23:18:43, 660 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში სამოქალაქო აქივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს
ზუგდიდში დააკავეს აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელსაც 6 ადმინისტრაციული ჯარიმა დაუგროვდა გადასახდელი, რომელთაც პრინციპულად არ იხდიდა. დღეს მან და მისმა თანამოაზრეებმა ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ პიროტექნიკაც გამოიყენეს, ამავე დროს, მარიამ სიჭინავა აცხადებდა, რომ სასამართლოში არ აპირებს მისვლას, რაც დაუმორჩილებლობის აქტი იქნებოდა.. "დღეს ჩაიბარა ზუგდიდის სასამართლომ კრიმპოლისგან გადაგზავნილი 6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალები ჩემზე ამ დღეებში სავარაუდოდ სასამართლოც პროცესისც ჩაინიშნება. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ სასამართლოში მისვლას და ესეც საპროტესტო აქტი იქნება. ამ მხრივაც, არალეგიტიმურმა მთავრობამ კანონი შეცვალა და სასამართლოში არ გამოცხადება პატიმრობით დასჯადი გახადა. დაუმორჩილებლობა გრძელდება! შევხვდებით დღეს, 22:00 საათიდან, გუნერნიის შენობასთან, ერთად შევხვდეთ ძველით ახალ წელს" - დაწერა დაკავებამდე ერთი საათით ადრე მარიამ სიჭინავამ თავის "ფეისბუქის გვერდზე" ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილების თანახმად, სასამართლოში გამოცხადებაზე უარის თქმა პირის დაკავების საფუძველია.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)