14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 11:49:40, 681 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. მას მხარი საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო.

მიქაუტაძის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ვახტანგ მჭედლიშვილმა არ დაუჭირა, რომელმაც საბჭოს კანდიდატად გიორგი ებანოიძე წარუდგინა. მჭედლიშვილი საბჭოში პრეზიდენტის კვოტით არის წარდგენილი.

მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ოფიციალურ მიზეზად მენეჯმენტში არსებული პრობლემები დასახელდა. სხდომას თავად მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა. სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური.

თავად მამუკა ახვლედიანმა საქალაქო სასამართლოს განჩინებით მიმართა, რომ იუსტიციის საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი შეაჩეროს, თუმცა სასამართლომ მამუკა ახვლედიანის ეს განჩინება არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics