|
2025-01-13 16:50:16, 433 ნახვა
მსოფლიო
კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა
კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა, - ინფორმაციას The Guardian-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოხდა მოლაპარაკებებში მომხდარი „გარღვევის“ შემდეგ, რომელსაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი ესწრებოდა. მოლაპარაკებებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. „მომდევნო 24 საათი იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი შეთანხმების მისაღწევად,“ - განაცხადა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბარში. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰადან მოდის, „ძალიან პერსპექტიულია“. შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში ცეცხლის 20 იანვრამდე შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)