|
2025-01-13 15:22:43, 528 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან სომხეთის გასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია და ამ ორგანიზაციიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაპოიანის განმარტებით, სომხეთის ხელისუფლება არ ფიქრობს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რაიმე სხვით ჩანაცვლებაზე. „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პარალელური პროცესია. ჩვენი ამოცანაა არა ამ დღის წესრიგის განხილვა, არამედ ჩვენი ეკონომიკის მდგრადობის გაზრდა. სომხეთმა უნდა გაზარდოს თავისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში თუ ევროკავშირში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებლები. ეს ნიშნავს არა ერთზე, არამედ ბევრზე დამოკიდებულებას და, ამავდროულად, ისეთი პირობების შექმნას, რომ ბევრი გარკვეულწილად დამოკიდებული იყოს ჩვენზე. ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთი სახელმწიფო, რომ ჩვენს ეკონომიკას თუ რამე დაემართება, ეს აისახოს სხვა ქვეყნების ეკონომიკაზეც, ამ შემთხვევაში რისკები შემცირდება. არაფერი არ უნდა შეიცვალოს, აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაიზარდოს მოცულობები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, ასევე გაიზარდოს ეს მაჩვენებელი სხვებთან ერთად“, – აღნიშნა პაპოიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)