|
2025-01-13 10:04:02, 417 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, რუსეთში მოკლული და დაჭრილია 3000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედრო
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად კურსკის ოლქში გაგზავნილი ჩრდილოკორეელი სამხედროებიდან მოკლულია სულ მცირე 300 და დაჭრილია დაახლოებით 2700. ეს მონაცემები, როგორც სააგენტო Yonhap-ი წერს, სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა წარუდგინა ქვეყნის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტს. 2025 წლის 5 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში განაცხადა, რომ მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 3800 ჩრდილოკორეელი სამხედრო. დღეს, 13 იანვარს სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს ტყვედ ჩავარდნის საფრთხის შემთხვევაში ხელმძღვანელობისგან თავის მოკვლა აქვთ ნაბრძანები. 11 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინელების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში დატყვევებული ორი ჩრდილოკორეელი სამხედროს ფოტოები. 12 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არიან ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს გადასცენ თავისი ჯარისკაცები, თუ მას შეუძლია რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ მეომრებში მათი გაცვლის ორგანიზება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)