|
2025-01-13 09:49:03, 415 ნახვა
მსოფლიო
24-მდე გაიზარდა ლოს-ანჯელესის ოლქში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ერთი კვირაა ებრძვიან ტყეებიდან 7 იანვარს დაწყებულ მასშტაბურ ხანძარს, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე და ათასობით სახლი და სხვა შენობა გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 12 ინვრის მდგომარეობით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 24 ადამიანი. ერთი დღით ადრე დადასტურებული იყო 11 ადამიანის სიკვდილი. ხანძრის ყველაზე მასშტაბური კერა, რომელმაც პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაახლოებით 96კმ² მოიცვა, 12 იანვრისთვის ლოკალიზებული იყო მხოლოდ 13%-ით. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. კიდევ ერთ, ალტადენის რაიონში ხანძარი ლოკალიზებული იყო 27%-ით. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე კვლავ მაღალია, რადგან ამ კვირის დასაწყისში ისევ მოსალოდნელია გასული კვირის ბოლოს შედარებით შესუსტებული ქარის გაძლიერება. მეტეოსამსახურის პროგნოზით, ქარი განსაკუთრებით გაძლიერდება 14 იანვარს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)