15:36 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-15 17:48:22, 1290 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა

ანტიტერორისტული ოპერაციის  ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი  კიევის დროით 00:00 საათზე ძალაში შევიდა. 
ამასთან დაკავშირებით ბრძანება, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ ღამით გასცა. 
უკრაინული სამხედროების ინფორმაციით, „ნორმანდიული ოთხეულის“  შეთანხმების პირობები ღამით ნაწილობრივ შესრულებული იყო.
თუმცა დონეცკის  თვითგამოცხადებული რეგიონის წარმომადგენელი ედუარდ ბასურინის განაცხადებით, სეპარატისტები იძულებულნი იყვნენ დრო და დრო ცეცხლი უკრაინული ძალების საბრძოლო მოქმედებების ჩასახშობად  გაეხსნათ.  
„ბი ბისის“ ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში არც ერთი სამხედრო არ გარდაცვლილა, თუმცა   „ცეცხლის შეწყვეტის“ რეჟიმის გამოცხადებამდე აღმოსავლეთ უკრაინაში 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 39 დაიჭრა. 
ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 12 თებერვალს, 16 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics