|
2025-01-10 17:33:09, 551 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში გეიმერების იდენტიფიცირებას და ვიდეოთამაშების მარკირებას გეგმავენ
რუსი კანონმდებლები შეშფოთებულნი არიან რუსებზე ვიდეო თამაშების უარყოფითი გავლენით და ამ სფეროს რეგულირებას გეგმავენ. სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გამოაცხადა, რომ მოქალაქეების თამაშების "დესტრუქციული შინაარსისგან" დასაცავად კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც რუსეთის დუმაში 2024 წლის დეკემბერში შევიდა. კანონპროექტის თანახმად ვიდეო თამაშების გამომცემლებს მომხმარებლების იდენტიფიცირება დაევალებათ. ამისთვის კი შემოთავაზებულია 3 გზა სახელმწიფო სერვისების პორტალი, ბიომეტრია ან ტელეფონის ნომერი. კანონპროექტის თანახმად ციფრულ პლატფორმებს მოეთხოვებათ თამაშების მარკირება, რათა აცნობონ მოთამაშეებს თამაშის „ასაკობრივი კლასიფიკაციის, შინაარსის სპეციფიკისა და შიდა გადახდების შესახებ“. სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს კანონპროექტის მიღების პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემაა ის, რომ ნაკლებ სავარაუდოა საერთაშორისო სათამაშო პლატფორმებმა თავიანთი სისტემები რუსული ავტორიზაციის მოთხოვნებს მოარგონ, ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ტერიტორიაზე უცხოური სათამაშო სერვისების ფართომასშტაბიანი დაბლოკვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)