|
2025-01-10 11:49:03, 554 ნახვა
მსოფლიო
მინსკის სასამართლომ ბელარუსში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომელს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა
მინსკის საქალაქო სასამართლომ ბელარუსში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომელს, ნიკოლაი ჰილოს, ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰილო ბრალდებული იყო მტრობის წახალისების და სანქციების მოთხოვნის მუხლებით. იგი მოიხდის სასჯელს მსჯავრდადებულთა კოლონიაში. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურმა მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვა. „ჩვენ ვაგრძელებთ ნიკოლაი ჰილოს დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას,“ - განაცხადა ევროპული სამსახურის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა. ბელარუსის რეჟიმი აგრძელებს რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. უფლებადამცველების ინფორმაციით, ბელარუსში 3600-მდე პოლიტპატიმარი ირიცხება მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკას რეჟიმი მასშტაბური რეპრესიებით დაუპირისპირდა დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტებს. არჩევნების შედეგებს მილიონობით მოქალაქე გაყალბებულად თვლიდა. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა, ბელარუსში რეპრესიები გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, ციხეში რჩება სულ მცირე 1253 პოლიტპატიმარი, თუმცა მათი რეალური რაოდენობა, დიდი ალბათობით, ბევრად მაღალია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)