|
2025-01-09 10:43:44, 430 ნახვა
მსოფლიო
„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ბაქოდან ყაზანის მიმართულებით და პირიქით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა
„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ (AZAL) ბაქოდან ყაზანის მიმართულებით და პირიქით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ AZAL-ის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „აზერბაიჯანის ავიახაზები“ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბოლო დროს ყაზანის საჰაერო სივრცე რეგულარულად იხურება. „რუსეთის ქალაქ ყაზანის თავზე საჰაერო სივრცის რეგულარულად დახურვის გამო, AZAL განუსაზღვრელი ვადით აჩერებს ყველა ფრენას ბაქო-ყაზანი-ბაქოს მიმართულებით ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ განცხადებაში. ყაზანი მეთერთმეტე რუსული ქალაქი გახდა, სადაც „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ფრენები შეაჩერა მას შემდეგ, რაც მისი სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, დაზიანებული თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. AZAL-მა უსაფრთხოების მიზეზების გამო გააუქმა ფრენები ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გროზნოში, მახაჩკალაში, მინერალნიე-ვოდიში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, სარატოვში, სოჭსა და უფაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)